ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი ყვარელში მიხეილ სააკაშვილის სახლის დაკავებას გეგმავს

ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი დღეს, ყვარელში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელი სახლის დაკავებას აპირებს. ამით ბიზნესმენი გააპროტესტებს "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაზარალებული ბიზნესმენების საქმეების იგნორირებას.

შოშიაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ბექა ბასილაიამ და ზაზა მალუძემ 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, შოშიაშვილს აიძულეს, ყვარლის რაიონის სოფელ გრემის კულტურის სახლის დანგრეულ შენობაში, რომელიც აუდიტის მიერ 8 ათას ლარად შეფასდა, 700 ათასი ლარი გადაეხადა. მას აუქციონში საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა, ისე გამოაცხადეს გამარჯვებულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალერი შიოშიაშვილს და მისი ოჯახის წევრებს დაპატიმრებით ემუქრებოდნენ.

ვალერი შოშიაშვილი სააკაშვილის ყვარლის სახლში მისვლას 15:00 საათისთვის გეგმავს.