საქმიანი ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებელს თითქმის ორჯერ ჩამორჩება

ეკონომიკურ საქმიანობათა ტურიზმი, პანდემიამდელ მაჩვენებელს თითქმის, ორჯერ ჩამორჩება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით 418,8 ათასი უცხოელი იმყოფებოდა, ეს მაშინ, როდესაც, პანდემიამდე, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 831,6 ათასს შეადგენდა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქმიანი ტურიზმი 34%-ით არის გაზრდილი. 2022 წელს აღნიშნული დანიშნულებით, საქართველოში 312 ათასი ვიზიტი შედგა.

რაც შეეხება წინა წლების მაჩვენებელს, 2022 წლის მეორე კვარტლიდან, 2021 წლის ჩათვლით, პანდემიის გამო სტატისტიკა არ იწარმოებოდა, ხოლო 2018 წელს ეკონომიკურ საქმიანობათა ტურიზმის მაჩვენებელი 624 ათასი იყო, 2017 წელს 531,6 ათასი, 2016 წელს 546 ათასი და ა.შ.

ცნობისთვის, 2023 წელს საქართველოში ჯამში 6,2 მლნ ვიზიტი განხორციელდა, აქედან 6,8% ეკონომიკურ საქმიანობის ვიზიტზე მოდის.

ნინი ქეთელაური