ტოპ 10 უმსხვილესი კომპანია საქართველოში

ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა საქართველოს უმსხვილესი კომპანიების 2014 წლის რეიტინგს აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ რეიტინგი საქსტატის მიერ მიწოდებულ ბრუნვის მაჩვენებლებს ეყრდნობა და მასში საბანკო და სადაზღვევო სექტორი არ შედის.

ასეულში, რომელიც უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალს შეიცავს, ნავთობისა და გაზის რეალიზაციის სექტორიდან ყველაზე მეტი კომპანიაა და მათი პროცენტული მაჩვენებელი 14 %-ს შეადგენს. შემდეგი მაჩვენებელია ენერგეტიკის -  9%, კვების ინდუსტრიის - 9%, ვაჭრობის სექტორი - 9%. ტრანსპორტი - 8%, ავტოდილერები -7%, ფარმაცია - 6%, კომუნიკაცია - 5, მშენებლობა - 5 და რითეილი - 5%, თამბაქოს ინდუსტრია - 4%, საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაცია - 4%, აზარტული თამაშები - 3%, აგროსექტორი - 2 %, ტექნოლოგიები - 1%.

2014 წლის უმსხვილესი კომპანიების ათეული კი ასეთია:

1. შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი - სექტორი : ნავთობი

2. შპს ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია - სექტორი: ავტოდილერი

3. სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია - სექტორი: ნავთობი

4. სს საქართველოს რკინიგზა - სექტორი: ტრანსპორტი

5. შპს სოკარ ჯორჯია გაზი - სექტორი: გაზი

6. შპს რომპეტროლ საქართველო - სექტორი: ნავთობი

7. შპს ჯორჯიან მანგანეზი - სექტორი: მძიმე ინდუსტრია

8. შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია - სექტორი: ნავთობი

9. სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - სექტორი: გაზი

10. შპს სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი - სექტორი: გაზი