ბორჯომში, ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია იწყება

ბორჯომში, ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია იწყება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება და 18 თვის მანძილზე გაგრძელდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: არსებული შენობის რეკონსტრუქცია კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს უმაღლესი ლიგის სტანდარტებს, რეაბილიტაციის შედეგად მოეწყობა: გასახდელები, საკონფერენციო დარბაზი, ჟურნალისტების, ექიმის, დელეგატების, ბურთის ბიჭების, მსაჯის ოთახები, საშხაპეები და სველი წერტილები, ლიფტები, განხორციელდება ტრიბუნების მოწყობა შესაბამისი გადახურვითა და VIP ლოჟით. შენობა სრულად ადაპტირებული შშმ პირებისათვის იქნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.