ფედრეზერვმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა - რა გავლენას მოახდენს FED-ის გადაწყვტილება

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. FED კომიტეტის განცხადებით, სახელმწიფოში რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 5.5%-იან ნიშნულზე შენარჩუნდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი წინა შეხვედრაზეც უცვლელად დატოვა.

გამკაცრების პოლიტიკის დროებითი შეჩერება პირდაპირაა დაკავშირებული აშშ-ში ინფლაციის დონის შემცირებასთან. აქვე გეტყვით იმასაც, რომ FED-ის ამ გადაწყვეტილებას ერთგვარი დომინოს ეფექტი აქვს გლობალურ ეკონომიკაზე, რადგან გამკაცრების ტემპის შენელება ავტომატურად უბიძგებს ევროპის, ბრიტანეთის, ავსტრალიის და კანადის ცენტრალურ ბანკებს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისკენ.

IG-ის ინფორმაციით, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორებსა და ინდუსტრიებზე სხვადასხვა გავლენას მოახდენს. პირველ რიგში, გაიზრდება უოლ სტრიტზე არსებული ისეთი ინდექსების ფასები, როგორიცაა JPMorgan, S&P 500, NASDAQ და Dow Industrial.

იმის გათვალისწინებით, რომ ფედერალური რეზერვი ივნისამდე აპირებს საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნებას, შესაძლოა, ევრო დოლართან მიმართებაში გაუფასურდეს. იაპონური იენი კი დასუსტდება სხვა ვალუტებთან მიმართებაში. ეკონომიკის ექსპერტები დოლარის სტაბილურობასა და მდგრადობას ვარაუდობენ.

ნედლი ნავთობის ფასმა ბოლო დღეებში ისედაც პიკს მიაღწია მარაგების შემცირების გამო, ხოლო ოქროს ფასზე FED-ის გადაწყვეტილება აუცილებლად იქონიებს დიდ გავლენას.

ბაჩანა ტყემალაძე