3 უბანი თბილისში, სადაც იანვარსა და თებერვალში მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა გაიცა

„გალთ&თაგარტის“ უახლესი კვლევის თანახმად, 2024 წლის იანვარსა და თებერვალში საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის 29 ახალი ნებართვა გაიცა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართები 200,445 მ 2 -ს შეადგენს.

3 უბანი, სადაც ამ ორ თვეში მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა გაიცა, არის:

  • დიდი დიღომი - 24%
  • საბურთალო - 21%
  • ვაშლიჯვარი - 14%

კვლევის თანახმად, 2024 წლის თებერვალში თბილისში 258.8 მლნ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც 4.9%-იანი წლიური ზრდაა.

ეკა დარჩიაშვილი