ჯორჯ კლუნი ღვინის წარმოებას იწყებს

ჰოლივუდის მსახიობი და რეჟისორი, ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე, ამალი ორი სახეობის, თეთრი და წითელი ღვინის წარმოებას გეგმავენ. ინფორმაციას სამხრეთ საფრანგეთის ადგილობრივი გაზეთი, Var Martin ავრცელებს.

ყურძენი კლუნებს ოთხ ჰექტარ ვენახში მოჰყავთ, რომელიც სამხრეთ საფრანგეთის Coteaux Varois en Provence-ის დასახელებაში მდებარე მსახიობის კუთვნილ დომენ დე კანადელის სამკვიდროში არის გაშენებული. ჯორჯ კლუნმა ის 2021 წელს შეიძინა. ვენახში, ძირითადად, ვერმენტინოს (Vermentino) ჯიშის ვაზი არის მოყვანილი.

მოსავალი ადგილობრივ კოოპერატივს უკვე გადაეცა.

კლუნების წყვილმა კონსულტანტად მეღვინე ლორენს ბერლემონტი დაიქირავა, რომელიც, ასევე, მეღვინეობა Château Miraval-ში ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლისთვის, ასევე, Château Marguï-ში “ვარსკვლავური ომების” რეჟისორ ჯორჯ ლუკასისთვის მუშაობს.

ლორენს ბერლემონტი აცხადებს, რომ კლუნი მეტად მოკრძალებული ადამიანია და ღვინის გემო კარგად იცის.

მისი ცნობით, კლუნის პირველი ღვინოები უახლოეს თვეებში ბრენდ La Bastide Saint-Georges-ით (“წმიდა გიორგის სოფლის სახლი”) გამოვა. ჯერ უცნობია, არის თუ არა ეს მსახიობის სახელზე მიზანმიმართული მინიშნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ