სახელმწიფო უწყებებში ჯამურმა შრომის ანაზღაურებამ 2023 წელს რეკორდულ 2 მილიარდს გადააჭარბა

2023 წელს სახელმწიფო უწყებებში ჯამურმა შრომის ანაზღაურებამ 2 228 662 265 ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასეთია აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემები.

anazgaureba-1711096112.jpg

მათივე ინფორმაციით, აქედან თანამდებობრივი სარგოს ხარჯმა 1 465 942 930 ლარი შეადგინა, რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 10 წლიან ჭრილში.

ამასთან, ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, პრემიის ხარჯმა 2023 წელს 51 440 793 ლარი შეადგინა, ხოლო დანამატის სახით წლიურად ბიუჯეტიდან 362 220 027 ლარია გაცემული.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს სახელმწიფო უწყებებში ჯამურ შრომის ანაზღაურებაში დანამატის ხარჯი 16%-ს, ხოლო პრემიის - 2%-ს შეადგენდა.

თაია არდოტელი