თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერდება

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ მეტროსადგურ „გურამიშვილამდე“ მგზავრთა მომსახურება მცირე ხნით შეწყდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „გურამიშვილიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ და პირიქით.

რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მგზავრთა მომსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.