საქართველოდან ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების ექსპორტი 170%-ით გაიზარდა

საქართველოდან ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების ექსპორტი 170%-ით გაიზარდა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან 33 817 340 აშშ დოლარის ღირებულების ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი - 12 540 200 აშშ დოლარი იყო. წლიურ ჭრილში ზრდა 169.7%-ია.

მიმდინარე წლის 1-ლი ორი თვის მონაცემებით, აღნიშნული სასაქონლე ჯგუფი ადგილობრივ ექსპორტში, ტოპ-10 პროდქტს შორის მე-3 პოზიციაზე იყო და მასზე მთელი ექსპორტის 9.1% მოდიოდა.

რაც შეეხება ქვეყანას, საქსტატის ინფორმაციით, გასულ 2 თვეში ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები სრულად ჩინეთში გავიდა ექსპორტზე.

თაია არდოტელი