ინდოელი მილიარდერი ქალები და მათი ბრილიანტები - როგორ გამოიყურება ამბანის ოჯახის წევრების სამკაულები

ინდოეთის უმდიდრესმა ადამიანმა, მილიარდერმა მუკეშ ამბანიმ რამდენიმე დღის წინ მისი შვილის წინასაქორწინო წვეულებას უმასპინძლა, რის შემდეგაც მილიარდერების ოჯახი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.

თავად ამბანების ოჯახის უფროსი, მუკეშ ამბანი ამ დროისთვის 112 მლრდ დოლარს ფლობს. ის Reliance Industries-ის მმართველი დირექტორი და თავმჯდომარეა. კომპანია ჩართულია სხვადასხვა სექტორში, როგორიცაა ნავთობქიმია, ნავთობი და გაზი, საცალო ვაჭრობა, ტელეკომი და სხვა. ამბანის სამი შვილი, აკაში, ანანტი და იშა, აქტიურად არიან ჩართულნი კონგლომერატის სხვადასხვა განყოფილების მართვაში.

უმდიდრესი ოჯახის ქალი წევრები წვეულებაზე, სადაც ანანტ ამბანი საცოლე - რადიკა მერჩანტზე “დაინიშნა“, უძვირფასესი სამკაულებით გამოჩნდნენ. ნიტა, იშამ და შლოკა ამბანებს ყველაზე ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილი სამოსი და ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების საკმაულები ამშვენებდათ.

ყველაზე განსაცვიფრებელ ნამუშევრებს შორისაა 60,4 მილიონი დოლარის ზურმუხტის ყელსაბამი და 52,58-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი. თუმცა სამკაულებს გარდა, შთამბეჭდავია ქორწილის დანახარჯი - 158 მლნ დოლარზე მეტი, რომელიც ვარსკვლავ რიანას მოწვევაზე და სხვა ცნობილი სტუმრის მიღებაზე დაიხარჯა, მათ შორის, ჯეფ ბეზოსისა და მარკ ცუკერბერგის.

რაც შეეხება სამოსს, ამბანის ოჯახის წევრებს იშვიათი ქსოვილისგან შეკერილი “სარი“ (ტრადიციული ინდური სამოსი) ეცვათ. საათების გარდა, დიდ ყურადღებას იპყრობდა ყელსაბამები, ბეჭდები და სხვა ძვირფასი ნივთები, რომლებსაც ქალები ატარებდნენ.

sss-1711177854.jpg

ნიტა ამბანი

60 წლის ნიტა ამბანი წვეულებაზე ნამდვილად ბრწყინავდა. ის ახალგაზრდა მასწავლებელი იყო, როდესაც ბიზნესმენ მუკეშ ამბანზე 1985 წელს, სამკვირიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდა.

ნიტა ქორწინების შემდეგ საბავშვო ბაღში მუშაობდა და თვეში დაახლოებით, 10 დოლარს გამოიმუშავებდა.

“მაშინ ხალხი დამცინოდა, მაგრამ ეს საქმიანობა ძალიან მსიამოვნებდა“- განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბანების ოჯახის მთავარმა დიასახლისმა.

Forbes-ის თანახმად, წყვილს ორი ვაჟი და ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც მამის კომპანიის, Reliance Industries-ის საბჭოში არიან.

ინდოელმა დიზაინერმა მანიშ მალჰოტრამ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ნიტასა და მისი სამკაულების ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთი ბრწყინვალე სამკაული არის ყელსაბამი, რომელშიც ორი უზარმაზარი ზურმუხტია - გარშემორტყმული მეტი ზურმუხტითა და ბრილიანტებით.

GQ India და Harper's Bazaar India-ის მიხედვით, სამკაულის ღირებულება 60,4 მილიონი დოლარია. ნიტას მარჯვენა ხელზე ეკეთა ბეჭედი "სამოთხის სარკე", 52,58-კარატიანი ბრილიანტით, რომელიც 2019 წელს Christie's-ის აუქციონზე 6,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ქვა ეკუთვნოდა “მონღოლთა იმპერიის“ კოლექციას, სახელწოდებით, "მაჰარაჯები და მუღალის ბრწყინვალება".

111-1711177887.jpg

ზეიმის მეორე ღამეს ნიტას ეკეთა მსხლის ფორმის ბრილიანტის ბეჭედი, ბრილიანტის ყელსაბამი და საყურე.

22-1711177919.jpg

იშა ამბანი

32 წლის იშა, ნიტასა და მუკეშის ერთადერთი ქალიშვილია. მან მიიღო დიპლომები სტენფორდში და იელში და ითვლება ფილანტროპად, ასევე ქალთა გაძლიერების აქტივისტად.

იშა დაქორწინდა 2018 წელს. გავრცელებული ინფორმაციით, ამბანის საქორწინო ცერემონიალისთვის ტანისამოსი მას 100 მილიონი დოლარი დაუჯდა. მას ასევე ამშვენებდა ოქროსა და ბრილიანტისგან მორთული ბლუზა.

იშამ კაშკაშა მწვანე ზურმუხტები შეუხამა განსაცვიფრებელ წითელ ლეჰენგას ზეიმისთვის, სახელწოდებით "Mela Rouge". მისი სამაჯური კი ზურმუხტით იყო მორთული, თითოეული - 25 კარატზე მეტი.

fff-1711177960.jpg

ამბანების რძალი შლოკა

33 წლის შლოკა 2019 წელს დაქორწინდა აკაშ ამბანზე. ის არის ინდოელი ბრილიანტის ვაჭრის, რასელ მეჰტას ქალიშვილი და მამის კომპანიის საბჭოს წევრია.

შლოკას ამშვენებდა „მრავალფენიანი მარგალიტის ყელსაბამი, მეორე მრავალშრიან ბრილიანტის ყელსაბამთან ერთად.

333-1711178024.jpg

პატარძალი რადიკა მერჩანტი

რადიკა, რომელიც ანანტ ამბანიზე ოფიციალურად ივლისში დაქორწინდება, არის ინდოელი მილიარდერის, ვერან მერჩანტის, ფარმაცევტული კომპანია Encore Healthcare-ის ხელმძღვანელის ქალიშვილი.

ის არის ინდური კლასიკური ცეკვების მოცეკვავე და ასევე, მამის კომპანიის საბჭოს წევრი.

მომავალი პატარძლის არჩევანი ნიშნობის სამივე ღამეს უზადო ბრილიანტები იყო. მას ეკეთა ოვალური ბრილიანტებით გაწყობილი მასიური ყელსაბამი და საყურე, ასევე საფირონებით გაწყობილი სხვა სამკაულებიც, რომლის ფასი უცნობია.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი