„უკონტროლოდ ეწევიან ბიზნესს - რუსულნომრიანი ავტობუსებით გადაადგილდებიან და თავიანთ ტურისტებს ემსახურებიან“

“სრულიად უკონტროლოდ ეწევიან ბიზნესს, რუსულნომრიანი ავტობუსებით და მიკროავტობუსებით გადაადგილდებიან” - “ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ რუსეთის მოქალაქეების მიერ გიდებისა და მძღოლების სერვისის მითვისებაზე ისაუბრა.

„ხალხი არაა საკმარისი, ვინც ჩამოსულ ტურისტებს მოემსახურება. თუ ვლაპარაკობთ უცხოელ გიდებზე და მძღოლებზეც, ესენი არიან ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ჩამოვიდნენ და სრულიად უკონტროლოდ ეწევიან ბიზნესს, რუსულნომრიანი ავტობუსებით და მიკროავტობუსებით გადაადგილდებიან და ემსახურებიან თავიანთ ტურისტებს.

ეს არ არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და მათ მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ აქ მუშაობის უფლება“, - აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ .

ეკა დარჩიაშვილი