ლურჯი მოცვის მოყვანა და ყავის ჭიქების სახელური - უცნაური გადასახადები, რომლებიც აშშ-ის სხვადასხვა შტატში არსებობს

გასაკვირი არ არის, რომ აშშ-ს, რომელსაც მრავალფეროვანი ისტორია და ცხოვრების სტილი აქვს, ასევე აქვს დაწესებული უცნაური გადასახადებიც.

საგადასახადო კანონი სხვადასხვა შტატში, სხვადასხვაგვარია. თუმცა, კანონმდებლებს “გაეპარათ“ უცნაური წესებიც:

კოლორადო: ყავის ჭიქის სახელური

კოლორადოში ყავის ყიდვისას შეიძლება დამატებითი გადასახადით დაიბეგროთ.

ეს იმიტომ ხდება, რომ ყავის მყარი მუყაოს ჭიქა არამდგრად შეფუთვად ითვლება და, როგორც ასეთი, ექვემდებარება 2.9%-იან დაბეგვრას.

ფლორიდა: ძროხები ქირით

ცნობილია, რომ ფლორიდაში უძრავი ქონების დეველოპერები სარგებლობენ საგადასახადო ხარვეზით, რომელიც შექმნილია სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელებისთვის.

სასოფლო-სამეურნეო მიწებს განსაკუთრებულად დაბალი საგადასახადო განაკვეთი აქვს. საზრიანი მიწის მესაკუთრეები ქირაობენ ძროხებს თავიანთ მიწაზე საცხოვრებლად, რაც მათ ნაკლებ გადასახადს აკისრებს.

ჰავაი: განსაკუთრებული ხეები

ჰავაი ამაყობს თავისი აყვავებული პეიზაჟებითა და ბუნებრივი სილამაზით – ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ შტატმა მიიღო რამდენიმე კანონი, რომელიც შექმნილია მისი ჰაბიტატის დასაცავად.

ჰავაის სახლის მესაკუთრეებს, რომლებსაც აქვთ „განსაკუთრებული ხე“ თავიანთ საკუთრებაში, შეუძლიათ მოითხოვონ 3 000 დოლარის კრედიტი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ მის მოვლასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის.

მეინი: ველური მოცვი

მეინი აწარმოებს ქვეყნის ველური მოცვის 99%-ს, ამიტომ გასაკვირი არ იქნება იმის აღმოჩენა, რომ შტატს აქვს მოცვის გადასახადი.

მეინი ფუნტზე 1,5 ცენტს აწესებს. თუმცა, შტატის Wild Blueberry-ის კომისიამ შტატის საკანონმდებლო ორგანოს სთხოვა ერთწლიანი შესვენება, რადგან ინდუსტრია ებრძვის გაზრდილ წარმოების ხარჯებს და დაბალ ფასებს.

მერილენდი: ტუალეტის ჩარეცხვა

მეტსახელად "Flush Tax", გადასახადი ყოველწლიურად მილიონობით დოლარს აგროვებს. ფული მიდის შტატის ძირითადი კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების განახლებაზე, კონკრეტული მიზნისთვის, რათა შემცირდეს დამაბინძურებლების ჩაშვება Chesapeake Bay-ში და სხვა მნიშვნელოვან წყალსადენებში.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი