ყველაზე დიდი ჯეკპოტები, რაც ლატარიის თამაშებში გათამაშებულა - მილიარდობით დოლარის ინდუსტრია

ლატარიამ ბოლო წლებში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოს მასშტაბით, რადგან იგი საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, რომ რიცხვების წინასწარ სწორად არჩევის შემთხვევაში, ასი ათასობით, ზოგჯერ კი მილიონობით დოლარს დაეუფლონ.

ლატარიის თამაშები ყველაზე მასშტაბურ სახეს აშშ-ში იძენს, სადაც რეკორდული ოდენობის თანხები ყოველწლიურად თამაშდება. ამერიკის ბაზარზე ორი მთავარი კომპანია ფიგურირებს. ესენია Powerball და Mega Millions, რომელთა ჯეკპოტებიც სხვადასხვა დროს, 2 მილიარდ დოლარსაც კი აღწევდა.

ამჟამად Mega Millions-ის ჯეკპტი 977 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო Powerballs-ის ეს მაჩვენებელი 750 მილიონ დოლარს აღწევს.

Mega Millions-ის ჯეკპოტი ბოლოს 2023 წლის დეკემბერში გათამაშდა, როდესაც კალიფორნიაში ორი სხვადასხვა ბილეთის პატრონმა ჯამში 394 მილიონი დოლარი მოიგო, ხოლო Powerball-ის ჯეკპოტი 2024 წლის 1 იანვარს გათამაშდა და 842 მილიონი დოლარის მფლობელი მიჩიგანის მაცხოვრებელი გახდა.

ახლა კი წარმოგიდგენთ ყველაზე დიდ გათამაშებულ ჯეკპოტებს, რომლებიც ლატარიის თამაშებში გათამაშდა.

  1. Powerball – 2.04 მილიარდი დოლარი, რომელიც გათამაშდა 2022 წლის ნოემბერში, კალიფორნიაში.
  2. Powerball – 1.765 მილიარდი დოლარი, რომელიც გათამაშდა 2023 წლის ოქტომბერში, ასევე კალიფორნიაში.
  3. Mega Millions – 1.602 მილიარდი დოლარი, რომელიც გათამაშდა 2023 წლის აგვისტოში, ფლორიდაში.
  4. Powerball – 1.586 მილიარდი დოლარი, რომელიც სამი მოგებული ბილეთით გათამაშდა კალიფორნიაში, ფლორიდასა და ტენესში, 2016 წლის იანვარში.
  5. Mega Millions - 1.537 მილიარდი დოლარი, რომელიც გათამაშდა 2018 წლის ოქტომბერში, სამხრეთ კაროლინაში.
  6. Mega Millions – 1.35 მილიარდი დოლარი, რომელიც გათამაშდა 2023 წლის იანვარში, მაინში.
  7. Mega Millions – 1.34 მილიარდი დოლარი, რომელიც გათამაშდა 2022 წლის ივლისში, ილინოისში.
  8. Powerball – 1.08 მილიარდი დოლარი, რომელიც გათამაშდა 2023 წლის ივლისში, კალიფორნიაში.
  9. Mega Millions – 1.050 მილიარდი დოლარი, რომელიც გათამაშდა 2021 წლის იანვარში, მიჩიგანში.

შეგახსენებთ, რომ Mega Millions-ის ამჟამინდელი ჯეკპოტი 977 მილიონ დოლარს შეადგენს.

ბაჩანა ტყემალაძე