როგორ შეიცვალა ძველი და ახალი ბინების ფასი ბათუმში

2024 წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 30%-ით, 1 120 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 25%-ით შემცირდა და 51 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქოლიერსი“ recov.ge-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბათუმში 2024 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 31%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 19%-იანი კლება დაფიქსირდა.

ბათუმში 2024 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 3%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 926 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 16%-ით, 664 აშშ დოლარამდე შემცირდა,“- ნათქვამია „ქოლიერსის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი