ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი, ერევნის მერი ტიგრან ავინიანი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.