აუქციონზე 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სებ-ის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 21 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.440 პროცენტით, მაქსიმალური 9.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.142 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 7.500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.