აზერბაიჯანიდან დენის იმპორტი 1 353%-ით გაიზარდა - როგორია ექსპორტის მაჩვენებელი

2023 წლის დენის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 182.5%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს საქართველომ ექსპორტზე რეკორდული, 95.430 მლნ დოლარის ღირებულების დენი გაიტანა. შარშან საქართველომ ელექტროენერგიის დიდი ნაწილი, 85.908 მლნ დოლარის ღირებულების თურქეთში გაყიდა, მეორე ადგილზე იყო აზერბაიჯანი - 5.158 მლნ დოლარით და მესამეზე სომხეთი - 4.357 მლნ დოლარით.

წელს ორ თვეში კი საქართველოდან ექსპორტზე 821.55 ათასი დოლარის ელექტროენერგია გავიდა, 821.53 ათასის მთლიანად აზერბაიჯანში გაიყიდა. იგივე აზერბაიჯანიდან კი, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 1.296 მლნ დოლარის დენი იყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 353%-ით მეტია. უფრო კონკრეტულად, 2023 წელს საქართველომ აზერბაიჯანში 89.18 ათასი დოლარის დენი იყიდა, 2024 წლის ორ თვეში კი იმპორტის მაჩვენებელმა 1.296 მლნ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება რუსეთს, ჩრდილოეთიდან დენის იმპორტი მცირედით, 498.04 ათასი დოლარიდან 362.77 ათას დოლარამდე შემცირდა.

მთლიანად კი 2024 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა 1.659 მლნ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 587.23 ათასი, აქ ზრდა 182,5%-ს შეადგენს.

მერი ტაბატაძე