როგორი იქნება  და ვინ გეგმავს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას  სანაპიროზე (+ფოტო)

სანაპიროზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულ პროექტზე მშენებლობის ნებართვას დედაქალაქიის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან ითხოვს შპს „პარკლეინი ბიოგრაფისგან“.

როგორც განაცხადიდან ირკვევა, საპროექტო ტერიტორიის მიწის ნაკვეთი ფართობი 4 707 კვ. მეტრია; განაშენიანების ფართობი - 14 028 კვ. მეტრი, ხოლო საცხოვრებელი ფართი - 7 720 კვ. მეტრს შეადგენს.

„განაცხადი სამომავლო სამშენებლო განვითარების მიზნით წარმოდგენილია მიწის ორ ნაკვეთზე, რომლებიც შპს „პარკლეინი ბიოგრაფისგან“-ის საკუთრებას წარმოადგენს. სამომავლო სამშენებლო განვითარების კონცეფიცია მოიაზრებს ამ ორი საკადასტრო ერთეულის გაერთიანებას და ნაკვეთის კონფიგურაციის გაუმჯობესებას, განაცხადზე თანდართული სქემის შესაბამისად,“ - აღნიშნულია განაცხადში.

2-1711451362.png

რაც შეეხება დამკვეთს, რეესტრის ცნობით, კომპანიის „პარკლეინი ბიოგრაფისგან“ 50%-50%-იან წილებს ფლობენ შპს „ველაჯიო“ და შპს „რივერსაიდ ინვესტი“. ამათგან, „ველაჯიოს“ 100%-იანი წილის მესაკუთრეა მალტაზე რეგისტრირებული „გლობალ ინვესტორს ლიმიტედი“. ხოლო „რივერსაიდ ინვესტი“ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „თოლ თრეიდის“ საკუთრებაშია.

ამასთან, პროექტის განმახორციელებელი კომპანიის „პარკლეინი ბიოგრაფისგან“ დირექტორები ვასილ ფხაკაძე და თამარ გამგონეიშვილი არიან.

4-1711451389.png

5-1711451439.png

6-1711451460.png

8-1711451488.png

untitled-1711451683.png

თაია არდოტელი