კვარაცხელიას ფასი მეტოქის ყველაზე ძვირად შეფასებული ფეხბურთელის ღირებულებას თითქმის 4-ჯერ აღემატება

ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ფასი დღევანდელი თამაშის მეტოქე ნაკრების, საბერძნეთის ყველაზე ძვირად შეფასებული ფეხბურთელის ღირებულებას თითქმის 4-ჯერ აღემატება

transfermarkt.com-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის ხვიჩა კვარაცხელია საბაზრო ღირებულება 80 მლნ ევროს შეადგენს, საბერძნეთის ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ვანგელის პავლედისის კი 22 მლნ ევროს. ასევე 22 მლნ ევრო ღირს transfermarkt-ზე სიის მეორეადგილოსანი ბერძენი ფეხბურთელი კონსტანტინოს ციმიკასი. რაც შეეხება ქართველ მეორე ადგილოსან გიორგი მამარდაშვილს მისი ღირებულება 35 მლნ ევროს შეადგენს.

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების სამეულს კი კრავს - ქართველი გიორგი მიქაუტაძე 9 მლნ ევროთი და ბერძენი - კონსტანტინოს მავროპანოსი 18 მლნ ევროთი.

რაც შეეხება ნაკრებების ღირებულებას, transfermarkt-ის მონაცემებით, საქართველოს ნაკრების ღირებულება 150.350 მლნ ევროა, საბერძნეთის ნაკრების კი 151.850 მლნ ევრო.

დღეს, 26 მარტს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მატ­ჩია. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი "ერთა ლი­გის" ფი­ნალ­ში სა­ბერ­ძნეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი გუნ­დი ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად იას­პა­რე­ზებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. მატ­ჩი თბი­ლის­ში, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" 21:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.