ქუთაისში ახალი სავაჭრო ცენტრი შენდება

ქუთაისში ახალი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობა ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს. ცენტრის მშენებლობა ქუთაისში პარლამენტთან ახლოს, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარეობს. კომპანია "ონი+"-ის დამფუძნებელმა 2500 კვ. მ. მიწის ნაკვეთი თვითმმართველობიდან ელექტრონული აუქციონის წესით შეიძინა. როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, შენობის ნაწილი უკვე გაქირავებულია. მშენებლობაზე ამ ეტაპზე 25 ადამიანი მუშაობს, ეტაპობრივად მოხდება 100-ზე მეტი ადამიანის დასაქმება.

,,ქალაქში დაიწყო სხვადასხვა მშენებლობები. ელექტრონულ აუქციონზე გადასვლის შედეგად, ყველანაირი წესის დაცვით მოხდა ამ მიწის გასხვისება. დაახლოებით 3 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება", - აღნიშნა შოთა მურღულიამ.

ცენტრის მშენებლობა დაახლოებით 8 თვეში დასრულდება.