ქვეყნები, სადაც ადამიანები ყველაზე დიდხანს/ნაკლებს ცოცხლობენ - რომელ ადგილზეა საქართველო

ზედიზედ მეორე წელია, რაც მსოფლიოში გლობალური სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა. პროცესი პანდემიის დაწყებას უკავშირდება.

2023 წლის მონაცემებით, ქვეყნები, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე ხანგრძლივია, აზიისა და ევროპის მდიდარ ქვეყნებს წარმოადგენს.

ანტირეკორდი აფრიკის ქვეყნებს ეკუთვნის. ჩადიში, ნიგერიასა და ლესოთოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 53 წელია.

უფრო კონკრეტულად კი, ქვეყნები, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე გრძელია, არის:

  • ჰონგ კონგი - 85 წელი
  • მაკაო - 85 წელი
  • იაპონია - 84 წელი
  • შვეიცარია - 84 წელი
  • სინგაპური - 84 წელი
  • იტალია - 84 წელი
  • სამხრეთ კორეა - 84 წელი
  • ესპანეთი - 84 წელი
  • მალტა - 83 წელი
  • ავსტრალია - 83 წელი

ქვეყნები, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე ხანმოკლეა:

  • ჩადი - 53 წელი
  • ნიგერია - 53 წელი
  • ლესოთო - 54 წელი
  • ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - 55 წელი
  • სამხრეთ სუდანი - 55 წელი
  • სომალი - 55 წელი
  • ნამიბია - 59 წელი
  • გვინეა - 59 წელი
  • მალი - 59 წელი

2021 წლის, მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 201 ქვეყნიდან 106-ე ადგილზე იმყოფებოდა, სადაც სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი 71 წელი იყო.

2022 წელს Central Intelligence Agency-ის ცნობით კი, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 77 წელია. ამავე რეიტინგში 227 ქვეყნიდან საქართველო 89-ე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება 2023 წელს, Worldometer-ის ცნობით, საქართველოს სიცოცხლის საშულო მაჩვენებელი 72 წელია.

ეკა დარჩიაშვილი