წუხანდელი სტიქიის შედეგად ძაღლების თავშესაფარი დაიტბორა

სტიქიის შედეგად თავშესაფარში 12 ძაღლი დაიხრჩო

თბილისში, სვანიძის ქუჩაზე, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ ძაღლების თავშესაფარი წუხელ 12 საათისთვის დატბორა. სტიქიის შედეგად თავშესაფარში 12 ძაღლი დაიხრჩო. თავშესაფარმაც მატერიალურადაც იზარალა, დატბორილია ძაღლების თავშესაფრის სამი მანქანა, დაზიანებულია ძაღლების ადგილსამყოფელიც.

როგორც თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, ამ დროისთვის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინაროებს და რა ფინანსური ზარალი მიადგა თავშესაფარს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ, რათა მოხდეს ხეებისგან და შლამისგან თავშესაფრის და მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა.

თავშესაფარში სულ 450 ძაღლი იმყოფება.