2024 წლის თებერვალში თბილისში 3 358 ბინა გაიყიდა. აღნიშნული, „თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, 2023 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია.
აღსანიშნავია ისიც, რომ თებერვალში ბინის საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულზე წლიურად 6%-ით გაიზარდა და 1 202 დოლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება გასაქირავებელ ფასს, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2024 წლის თებერვალში კვადრატულის ფასი 5%-ით შემცირდა და 12 დოლარი შეადგინა.
ამასთანავე, ბაზრის მოცულობამ 266 მილიონი დოლარი შეადგინა და წლიურად 2%-ით გაიზარდა.