2024 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები 41,2%-ით გაიზარდა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს ორ თვეში მათ მიმართ მომხმარებლების მხრიდან 2 339 საჩივარი დაიწერა, 2022 წლის იგივე პერიოდში - 1 656.
ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში დაფიქსირებული პრეტენციებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული (2024 წლის თებერვალში) ასე გამოიყურება:
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი - 898 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები - 604 განაცხადით, მე-3 ადგილზეა ადმინისტრაცია/მომსახურება 389 საჩივრით და ა.შ.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში 2 339 საჩივრიდან ბანკებმა 1033 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 388 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 913 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 5-ის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.