საქსტატი - I კვარტალში პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 5.6 მლრდ ლარი შეადგინა

საქსტატის ინფორმაციით, ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2015 წლის I კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 11.0 მლრდ ლარი შეადგინა,

ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 5.6 მლრდ ლარი.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საწარმოთა საქმიანობის შედეგების შესახებ 2015 წლის I კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა.

საქსტატის ინფორმაციით, ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2015 წლის I კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 11.0 მლრდ ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 5.6 მლრდ ლარი შეადგინა.

"მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 82.8 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 7.9 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 9.3 პროცენტი. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილი ბიზნესი - 81.8 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 8.4 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 9.8 პროცენტი", - ნათქვამია განცხადებაში.

საქსტატის ცნობით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა კვარტლის განმავლობაში 8.7 მლრდ ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 5.7 მლრდ ლარი შეადგინა.

"საქონლისა და მომსახურების მთლიანი ყიდვები საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 82.6 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 7.7 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 9.7 პროცენტი. თითქმის იდენტური ვითარებაა გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებზეც: მსხვილი ბიზნესი - 83.3 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 7.5 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 9.2 პროცენტი", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 545.4 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 40.1 პროცენტი ქალია, ხოლო 59.9 პროცენტი - კაცი.

"დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 60.6 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 16.4 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 23.0 პროცენტი. მსგავსი ტენდენციაა სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის საწარმოს ზომის მიხედვით განაწილებაშიც, კერძოდ, ქალები - მსხვილი ბიზნესი - 55.7 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 17.9 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 26.4 პროცენტი. რაც შეეხება კაცებს - მსხვილი ბიზნესი - 63.8 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 15.5 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 20.7 პროცენტი", - ნათქვამია განცხადებაში.

საქსტატის ცნობით, საწარმოებში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 525.1 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 40.7 პროცენტი ქალია, ხოლო 59.3 პროცენტი - კაცი.

"დაქირავებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 62.8 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 16.8 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 20.4 პროცენტი. დაახლოებით მსგავსი ტენდენციაა სქესის მიხედვით დაქირავებულთა მთლიანი რაოდენობის საწარმოს ზომის მიხედვით განაწილებაშიც, კერძოდ, ქალები - მსხვილი ბიზნესი - 57.0 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 18.2 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 24.8 პროცენტი. რაც შეეხება კაცებს - მსხვილი ბიზნესი 66.7 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 15.9 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 17.4 პროცენტი", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე 1350.1 მლნ ლარი შეადგინა, რომლის განაწილება საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგია: მსხვილი ბიზნესი - 75.1 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 13.6 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 11.2 პროცენტი.

საქსტატის ცნობით, საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნესსექტორში 851.7 ლარი შეადგინა, მათ შორის, ქალების - 641.1 ლარი.

"საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი - 1018.5 ლარი, საშუალო ბიზნესი - 692.8 ლარი, მცირე ბიზნესი - 470.0 ლარი", - ნათქვამია განცხადებაში.

საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით მთლიან ბრუნვაში პრევალირებენ "ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: "ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" - 50.8 პროცენტი, "ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა" - 11.9 პროცენტი, "დამამუშავებელი მრეწველობა" - 11.8 პროცენტი, "მშენებლობა" - 6.6 პროცენტი, "ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება" – 6.0 პროცენტი.

"საქმიანობის სახეების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს "დამამუშავებელი მრეწველობა" და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: "დამამუშავებელი მრეწველობა" - 23.8 პროცენტი, "ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" - 18.2 პროცენტი, "ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა" - 15.6 პროცენტი "მშენებლობა" - 13.1 პროცენტი, "ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა" - 8.8 პროცენტი", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, საქმიანობის სახეების მიხედვით დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში პრევალირებენ "ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: "ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" - 24.5 პროცენტი, "დამამუშავებელი მრეწველობა" - 14.5 პროცენტი, "ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა" - 10.5 პროცენტი, "ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება" - 10.5 პროცენტი, "მშენებლობა" - 9.9 პროცენტი.

საქსტატის ცნობით, განსხვავებული ტენდენციაა სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის საქმიანობის სახეების მიხედვით განაწილებაში, თუმცა დასაქმებულ ქალთა მთლიან რაოდენობაშიც პირველ ადგილზეა "ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: "ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" - 27.4 პროცენტი, "ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება" - 19.7 პროცენტი, "დამამუშავებელი მრეწველობა" - 12.0 პროცენტი, "ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა" - 8.4 პროცენტი, "განათლება " - 8.0 პროცენტი.

დასაქმებულ კაცთა მთლიან რაოდენობაში აგრეთვე პრევალირებენ "ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: "ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" - 22.6 პროცენტი, "დამამუშავებელი მრეწველობა" - 16.1 პროცენტი, "მშენებლობა" - 15.3 პროცენტი, "ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა" - 13.4 პროცენტი, "ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა" - 10.4 პროცენტი.

საქსტატის ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში პრევალირებენ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი - 72.5 პროცენტი, აჭარის ა.რ. - 6.5 პროცენტი, ქვემო ქართლი - 6.3 პროცენტი, იმერეთი - 4.5 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3.8 პროცენტი.

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში პრევალირებენ კვლავ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი - 63.4 პროცენტი, ქვემო ქართლი - 9.3 პროცენტი, აჭარის ა.რ. - 8.0 პროცენტი, იმერეთი - 5.6 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5.2 პროცენტი.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილება ხასიათდება შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი - 65.9 პროცენტი, აჭარის ა.რ. - 8.8 პროცენტი, იმერეთი - 6.9 პროცენტი, ქვემო ქართლი - 5.5 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 4.2 პროცენტი.

საქსტატის ცნობით, მცირედ განსხვავებული ტენდენციაა სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის რეგიონების მიხედვით განაწილებაში, კერძოდ, დასაქმებული ქალები: თბილისი - 67.6 პროცენტი, აჭარის ა.რ. - 8.7 პროცენტი, იმერეთი - 7.2 პროცენტი, ქვემო ქართლი - 4.7 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3.4 პროცენტი.

რაც შეეხება დასაქმებულ კაცებს - თბილისი - 64.7 პროცენტი, აჭარის ა.რ. - 8.8 პროცენტი, იმერეთი - 6.8 პროცენტი, ქვემო ქართლი - 6.1 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 4.7 პროცენტი.