Georgian Airways-ი გერმანიაში, ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის ჩარტერულ რეისებს შეასრულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს სპეციალურ პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს მატჩებზე დასწრება. პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთანავე, პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით:
ამასთანავე, ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება 1 აპრილიდან, ავიაკომპანიის ვებ-გვერზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.