რომელია ევროპის ლუდის დედაქლაქი და სად ღირს ყველაზე იაფი სასმელი

ესპანეთის მადრიდი ბევრისთვის მოულოდნელად ევროპის ლუდის დედაქალაქად იქნა აღიარებლი, ხოლო საუკეთესო ფასები ამ სასმელზე ვალენსიასა და პორტუგალიის პორტოში დაფიქსირდა. ევროპის საუკეთესო ლუდის მიმართულებების რეიტინგი DFDS-მა შეადგინა.

მადრიდმა ხუთი მაჩვენებლით, კერძოდ, ლუდის ბარების ხარისხით, თავად სასმელის ხარისხით, სოციალურ მედიაში ხსენებით, ლუდის ადგილობრივი ფასითა და ფასების საერთო დონით უმაღლესი ქულა დააგროვა.

მეორე ადგილი ლუდის უფრო ცნობილმა მიმართულებამ, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღამ დაიკავა, ხოლო მესამეზე ავსტრიის დედაქალაქი, ვენა გავიდა.

ლუდის მწარმოებელი ტრადიციული ქვეყნები, როგორიც არის ბელგია, გერმანია და დიდი ბრიტანეთი, ხუთეულშიც კი ვერ მოხვდნენ, ხოლო გერმანიის ქალაქებმა, ბერლინმა და მიუნხენმა მე-9 და მე-17 ადგილები დაიკავეს. ბელგიის დედაქალაქი, ბრიუსელი მე-7 პოზიციაზეა, ოცეულს კი ინგლისური მანჩესტერი ხურავს.

რაც შეეხება ფასებს, ნახევარლიტრიანი ჭიქა ლუდი ყველაზე იაფი, ანუ 1,72 ფუნტ სტერლინგი (დაახლოებით, 2 ევრო) ესპანეთის ვალენსიისა და პორტუგალიის პორტოს პაბებში (ლუდხანებში) ღირს, მესამე ადგილი ჩეხეთის ქალაქ ბრნომ დაიკავა, რომლის პაბებშიც ნახევარლიტრიანი ჭიქა ლუდი 1,73 ფუნტ სტერლინგი ღირს.

ლუდი ყველაზე ძვირი ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამშია, სადაც ნახევარლიტრიანი ჭიქა, საშუალოდ, 5,16 ფუნტ სტერლინგი (დაახლოებით, 6 ევრო) ღირს.

ევროპის საუკეთესო ლუდის მიმართულებები საერთო ქულების მიხედვით:

· მადრიდი-(85 საერთო ქულა)

· პრაღა-(83)

· ვენა-(79)

· ბუდაპეშტი, სალონიკი და ვალენსია (74)

· პორტო და ბრიუსელი-(71)

· ბერლინი, ვილნიუსი და კრაკოვი (70)

· სევილია-(68)

· ამსტერდამი და ბრნო-(65)

· ბელგრადი და რომი-(64)

· მიუნხენი, ვარშავა და ბრატისლავა-(63)

· მანჩესტერი-(62)

ნახევარლიტრიანი ჭიქა ლუდის ფასის მიხედვით:

· ვალენსია და პორტო-1.72 ფუნტ სტერლინგი

· ბრნო - 1.73 ფუნტი

· პრაღა-1.93 ფუნტი

· ბრატისლავა-2.15 ფუნტი

· სევილია-2.17 ფუნტი

· ბელგრადი-2.20 ფუნტი

· ბუდაპეშტი-2.27 ფუნტი

· მადრიდი-2.58 ფუნტი

· კრაკოვი და ვარშავა-2.97 ფუნტი

· სალონიკი-3.44 ფუნტი

· ვენა, ბერლინი, ვილნიუსი და მიუნხენი-3.87 ფუნტი

· ბრიუსელი და რომი-4.30 ფუნტი

· მანჩესტერი-5.00 ფუნტი

· ამსტერდამი-5.16 ფუნტი

მოამზადა ლადო სულაბერიძემ