საქართველომ 2 თვეში 32,9 ათასი აშშ დოლარის რუსული ასანთი შეიძინა

წელს, 2 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასანთის იმპორტი 3-ჯერ შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-თებერვალში საქართველომ 34.05 ათასი აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 102.64 ათასი აშშ დოლარის.

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს 2 თვის განმავლობაში, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა იყო რუსეთი, რომელზეც მთლიანი იმპორტის 97% მოდის. იანვარ-თებერვალში, საქართველომ 32.9 ათასი აშშ დოლარის რუსული ასანთი შეიძინა.

ამასთან მცირე რაოდენობები შემოვიდა გერმანიიდან და თურქეთიდან.

რაც შეეხება გასული წლის მთლიან მაჩვენებელს, საქართველოში 497 ათასი აშშ დოლარის ასანთის იმპორტი განხორციელდა, რაც თითქმის 3-ჯერ ჩამორჩება წინა წლის მაჩვენებელს. 2022 წელს ქვეყანამ 1,481 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა.

ნინი ქეთელაური