რა კერძები უყვართ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს?

ომლეტი, ჩია, კენკროვანი ხილი - ეს იმ საკვების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს უყვართ. ამის შესახებ შეფმა, კონსტანტინე თედელურმა „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მუდმივი პროდუქტი, რომელიც ფეხბურთელების მენიუში არის, ორთქლზე მოხარშული ისპანახია. ასევე მათ მენიუში სულ არის რძის ნაწარმი, თხილეული, ჩირეული და ა.შ.

კონსტანტინე თედელურმა აღნიშნა, რომ საკვები, რომელიც სპორტსმენების მენიუში მინიმუმამდეა დაყვანილი, არის ღორის ხორცი, ტკბილეული და ა.შ.

„მეგრული სამზარეულო არის ის, რაც თითოეულ მათგანს ძალიან უყვარს. როდესაც ხარჩო და ღომი გვაქვს, ძალიან ბედნიერები არიან“, - აღნიშნა თედელურმა.

ეკა დარჩიაშვილი