საქართველო უკრაინიდან ვაშლის იმპორტიორი ქვეყნების ათეულშია

EastFruit-ის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომისა და პოლონეთის მხრიდან საზღვრის ბლოკირების მიუხედავად, უკრაინა ვაშლის ექსპორტის შესაძლებლობებს ავითარებს. მონაცემების თანახმად, უკრაინამ 2024 წლის იანვარში სხვადასხვა კონტინენტზე ჯამში 22 ქვეყანაში შეძლო ვაშლის გატანა.

აღნიშნულ პერიოდში უკრაინისთვის ვაშლის მთავარი ბაზარი, წითელ ზღვაში არსებული ლოჯისტიკური პრობლემების მიუხედავად, არაბეთის გაერთიანებული საემიროები იყო, სადაც ჯამში გაიტანა 2,5 ათასი ტონა ვაშლი.

მონაცემების მიხედვით, უკრაინის ვაშლის ექსპორტში ემირატებს, საუდის არაბეთსა და ერაყს მთლიან წილში 60% უჭირავთ. რაც შეეხება ათეულის სხვა ქვეყნებს, უკრაინიდან საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი რაოდენობით ვაშლი ექსპორტზე გავიდა უზბეკეთში, თურქეთში, შვედეთში, მალაიზიაში, იორდანიაში, ომანსა და საქართველოში.

მერი ტაბატაძე