10 ქალაქი, სადაც ჰაერი ყველაზე სუფთა/ბინძურია - რომელ ადგილზეა თბილისი?

Numbeo-მ დაბინძურების მაჩვენებელი 243 ქალაქში შეისწავლა. სტატისტიკაში საქართველოდან მხოლოდ თბილისი მოხვდა. მისი ინდექსი 71.57-ით განისაზღვრა და რეიტინგში 64-ე ადგილი დაიკავა. ცნობისთვის, რაც უფრო მაღალია რეიტინგში მინიჭებული ადგილი, მით უფრო ნაკლებია იმ ქალაქში დაბინძურების მაჩვენებელი.

მონაცემების თანახმად, დედაქალაქში ზოგადი დაბინძურების მაჩვენებელი მაღალია, ხოლო ჰაერის ხარისხი - დაბალი. გარდა ამისა, მაღალია უკმაყოფილება ქალაქში გატარებული "სასიამოვნო დროით", ასევე, მწვანე სივრცეებისა და პარკების ნაკლებობის გამო.

კვლევაში აღნიშნულია, რომ დაბალია ქალაქში სიმშვიდისა და ღამის განათებებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი. ნაგვის გატანის სიხშირის მიმართ უკმაყოფილება ზომიერია. საშუალო ნიშნულზეა ქალაქში არსებული მოუწესრიგებლობა და სიბინძურეც. დაბალ ნიშნულზეა სასმელი წყლის დაბინძურება, ხოლო წყლის ხარისხი და ხელმისაწვდომობა მაღალია.

ყველაზე ნაკლები დაბინძურების მაჩვენებელი შემდეგ ქალაქებშია:

  1. ჰელსინკი, ფინეთი
  2. რეიკიავიკი, ისლანდია
  3. ვენა, ავსტრია
  4. ჰააგა, ნიდერლანდები
  5. სტოკჰოლმი, შვედეთი
  6. ტალინი, ესტონეთი
  7. ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი
  8. გეტებორგი, შვედეთი
  9. ვიქტორია, კანადა
  10. ოსლო, ნორვეგია

დაბინძურება ყველაზე მაღალია შემდეგ ათ ქალაქში:

  1. კატმანდუ, ნეპალი
  2. ულან-ბატორი, მონღოლეთი
  3. ბეირუთი, ლიბანი
  4. დაკა, ბანგლადეში
  5. ხოშიმინი, ვიეტნამი
  6. ღაზიაბადი, ინდოეთი
  7. ნოიდა, ინდოეთი
  8. გურგაონი, ინდოეთი
  9. კაირო, ეგვიპტე
  10. იანგონი, მიანმარი
მერი ტაბატაძე