რამდენი მაღაზია, სასტუმრო და კვების ობიექტია დაცული ტერიტორიების მიმდებარედ

„დაცული ტერიტორიების დაარსება-განვითარებისა და დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების შედეგად, მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო დაცული ტერიტორიების ვიზიტორებისთვის სხვადასხვა ტურისტული სერვისების მიწოდებაში, რაც იწვევს ადგილობრივების ეკონომიკური შემოსავლის მნიშვნელოვან ზრდას“,- ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

მონაცემების მიხედვით,2023 წელს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 576 სატუმრო, 276 მაღაზია და 222 კვების ობიექტია, ამასთან, დასაქმებულია 1853 ადამიანი, მათი შემოსავლები კი დაახლოებით, 9 052 614 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება გამოწვევებს, ანგარიშის მიხედვით, ესენი: ადამიანური რესურსების სიმცირე, დაფინანსების ნაკლებობა, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობისთვის ადამიანური რესურსების და დაფინანსების სიმცირე.

ნინი ქეთელაური