დაფრინავს თუ არა კიდევ საქართველოდან Southwind Airlines-ი, რომელსაც ევროკავშირმა საჰაერო სივრცე დაუხურა

Southwind Airlines-ი, რომელსაც დღეს ევროკავშირმა საჰაერო სივრცე დაუხურა, 2022 წლის ზაფხულში ქართულ ავიაბაზარზე შემოვიდა. იმ პერიოდში ავიაკომპანია ჩარტერულ რეისებს თბილისიდან ანტალიის მიმართულებით ახორციელებდა.

აღსანიშნავია, რომ ანტალიაში დაფუძნებულ Southwind Airlines-ს ევროკავშირმა თავის საჰაერო სივრცეში ფრენა რუსეთთან კავშირის გამო აუკრძალა.

Southwind Airlines-ი თბილისის საერთაშირისო აეროპორტის ვებგვერდზე ავიაკომპანიების ჩამონათვალში დღემდე იძებნება, თუმცა როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სამოქალაქო ავიაციის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის აღნიშნული ავიაკომპანია თბილისიდან ფრენებს არ ახორციელებს.

იხილეთ ასევე: Southwind Airlines-ს ევროკავშირმა საჰაერო სივრცე დაუხურა