"საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნით მსოფლიო ბრენდები დაინტერესდნენ"

საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნით მსოფლიო ბრენდები დაინტერესდნენ

ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რა ეტაპზეა საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის იდეა.

"ტექნოლოგიურზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. პროცესი მიდის და მე მგონია, რომ აუცილებლად მივიღებთ შედეგს. ჩვენ უკვე ისეთ დონეზე ვართ, რომ ბევრმა საინტერესო უნივერსიტეტმა გამოაცხადა თავისი პოზიცია, რომ სურვილი აქვთ ფილიალი გახსნან საქართველოში. არ დაგიმალავთ, უკვე ბრენდებში ვეძებთ, რომ მოვახერხოთ და საუკეთესო ბრენდი ჩამოვიყვანოთ საქართველოში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.