გლდანის I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერს აწყობს. დედაქალაქის მერიის ცნობით, ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით, 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება.

"ტერიტორიაზე ეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა და ტენისის მაგიდა. მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები - დაითესება ბალახი და დაირგვება ხე მცენარეები.

ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 588 887 ლარი დაიხარჯება.

სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.