„აზიმუტი“ პეტერბურგიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაიწყო.

უკვე ცნობილია, რომ რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება - ოთხშაბათობით და კვირაობით. რაც შეეხება ფასებს, უახლოეს რეისებზე ფასები 170 დოლარიდან იწყება და 550 დოლარს აღწევს.

როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, ეს პულკოვოს აეროპორტიდან, რომელიც მიმდინარე წელს გაიხსნა, პირველი უცხოური მიმართულებაა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 10 მაისს ვლადიმირ პუტინმა 2 განკარგულება გამოსცა - გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და მოხსნა 2019 წლიდან დაწესებული აკრძალვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე.

ეკა დარჩიაშვილი