„თიბისი კაპიტალი“ 2024 წელს საქართველოში 6%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეული მიმოხილვის თანახმად, თებერვალში ეკონომიკის 9.5%-იანი ზრდას ხელი შეუწყო გაზრდილმა სავალუტო შემოდინებამ, საინვესტიციო მოთხოვნამ და მაღალმა ფისკალურმა სტიმულმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „თიბისი კაპიტალი“ 2024 წელს საქართველოში 6%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

„ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკის ძლიერ ზრდაზე მიუთითებს, რაც ჩვენს უახლეს პუბლიკაციებშია ასახული. სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა გაზრდილი სავალუტო შემოდინებები და საინვესტიციო მოთხოვნა, ამჯერად დამატებით გამოვყოფდით წლის დასაწყისიდან საკმაოდ მაღალ ფისკალურ სტიმულს და, ასევე, უკვე მარტის მონაცემებზე დაყრდნობით, მიგრაციის ეფექტის არსებით გაუმჯობესებას. თავისთავად, მორიგი მობილიზაციის ტალღისა და არასტაბილურობის რისკის ზრდის ფონზე, პოზიტიურ ეფექტებზე საუბარი უხერხულია, თუმცა მიგრაციის ეფექტის მთლიანობაში დადებითი ეკონომიკური ზეგავლენა სახეზეა“, - აღნიშნულია „თიბისის კაპიტალის“ ინფორმაციაში.

მერი ტაბატაძე