„ენგურჰესი“ ერთი კვირით გაჩერდება

სადერივაციო გვირაბის დათვალიერებისა და საჭიროების შემთხვევაში, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, „ენგურჰესი“ 2 აპრილიდან 10 აპრილამდე გაჩერდება.

როგორც „ენგურჰესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ელექტრომომარაგების კუთხით, მოსახლეობას დისკომფორტი არ შეექმნება.

„სადერივაციო გვირაბის დათვალიერებისა და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ენგურჰესი 2 აპრილიდან რამდენიმე დღით გაჩერდება. სადერივაციო გვირაბის დაცლა და მისი დეტალური შესწავლა საჭიროა ენგურჰესის რეაბილიტაციის მე-4 ეტაპის ფინალური ფაზის ფარგლებშიც, რათა აუცილებელი სამუშაოები ზუსტად განისაზღვროს. გვირაბის დათვალიერებისა და შესწავლის შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 10 აპრილამდე გაგრძელდება, ენგურჰესი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. აღნიშნული პროცესი, ელექტრომომარაგების კუთხით, მოსახლეობას დისკომფორტს არ შეუქმნის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მერი ტაბატაძე