ნათია თურნავა ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს აბრამ პეილის შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან აბრამ პეილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და ირანთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების შესახებ.

საუბარი ასევე შეეხო ამ მიმართულებით სებ-ის მიერ გატარებულ ზომებსა და გაწეულ სამუშაოს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სებ-ი დროულად და ეფექტურად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარდა, ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრები გამართა სომხეთსა და აზერბაიჯანში.