“გამოიკვეთა მსესხებლის მოძიების მიზნით მესამე პირებთან დაკავშირების ფაქტები”

„შესწავლილი პროცესების საფუძველზე გამოიკვეთა საფინანსო სექტორის მიერ მსესხებლის მოძიების მიზნით მესამე პირებთან დაკავშირების ფაქტები“,- ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ნიშვნელოვანია, რომ საფინანსო სექტორმა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელოს მსგავსი ქმედებები, ვინაიდან მესამე პირ(ებ)თან დაკავშირება და მისთვის/მათთვის იმ ინფორმაციის მიწოდებაც, თუ რა მიზნით უკავშირდებიან, თავისთავად გულისხმობს მსესხებლის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნებას.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის საფინანსო სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვა მიმდინარე საანგარიშო პერიოდშიც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა, რა მიზნითაც, წინა წლის მსგავსად, სამსახურმა განაგრძო აღნიშნულ სექტორში მონაცემთა დამუშავების შემთხვევების შესწავლა და, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, განახორციელა სხვადასხვა ტიპის ღონისძიება.

საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ნაკლოვანი შესრულების შემდეგი ფაქტები: შესწავლილი პროცესების საფუძველზე გამოიკვეთა საფინანსო სექტორის მიერ მსესხებლის მოძიების მიზნით მესამე პირებთან დაკავშირების ფაქტები. ამ 52 ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო სექტორმა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელოს მსგავსი ქმედებები, ვინაიდან მესამე პირ(ებ)თან დაკავშირება და მისთვის/მათთვის იმ ინფორმაციის მიწოდებაც, თუ რა მიზნით (მაგალითად: მსესხებლის მოძიების მიზანი) უკავშირდებიან, თავისთავად გულისხმობს მსესხებლის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნებას. შესაბამისად, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა უპირატესად მათთვის ცნობილ მსესხებლის საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით უნდა სცადონ ამ უკანასკნელთან დაკავშირება და მხოლოდ ამ მეთოდით შესაბამისი მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში, მსესხებლის მოძიების მიზნით, დაუკავშირდნენ მესამე პირ(ებ)ს;

საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა საფინანსო სექტორის მიერ მსესხებლების მოძიების მიზნით, მესამე პირებთან მათი მოთხოვნის მიუხედავად, კვლავ დაკავშირების ფაქტებიც. იმ პირობებში კი, როდესაც საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, კონკრეტული პირის მოძიების მიზნით, მესამე პირთან ამყარებს კომუნიკაციას, ხოლო ეს უკანასკნელი უარს აცხადებს კომუნიკაციაზე და ითხოვს მისი მონაცემების დამუშავების შეწყვეტას, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, შეწყვიტოს და აღარ დაამუშაოს მითითებული მიზნით მესამე პირის მონაცემი“,- აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ასევე გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი საფინანსო სექტორის წარმომადგენელი მომხმარებლებს სთავაზობდა მის აპლიკაციაში სატელეფონო ნომრის მითითების შემთხვევაში, თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას იმგვარად, რომ პროცესში დასახელებული ნომრის მფლობელის სახელი და გვარი გადარიცხვის ინიციატორისთვის ხდებოდა ცნობილი.

„მოცემულ შემთხვევებში საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიერ იქმნებოდა პერსონალურ მონაცემთა უკანონო გამჟღავნების რისკი. კერძოდ, დაინტერესებულ პირს არა თანხის გადარიცხვის, არამედ სატელეფონო ნომრის მფლობელის ვინაობის მოძიების/დადგენის მიზნით შეეძლო ესარგებლა აპლიკაციით. შესაბამისად, 53 საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად სატელეფონო ნომრის მეშვეობით თანხის გადარიცხვის შემთხვევებში, მნიშვნელოვანია უზრუნველყონ თანხის მიმღები პირის მონაცემთა იმგვარი მოდიფიკაცია, რომ შეუძლებელი იყოს მათი დაკავშირება მონაცემთა სუბიექტთან ან ასეთი კავშირის დადგენას არაპროპორციულად დიდი ძალისხმევა, ხარჯები და დრო დასჭირდეს”,- ნათქვამია ანგარიშში.

ნინი ქეთელაური