"ჰაიდელბერგბეტონის" ხარისხის მესამე საერთაშორისო კონფერენცია

ჰაიდელბერგცემენტმა "ჰაიდელბერგბეტონის ხარისხის მესამე საერთაშორისო კონფერენციას" უმასპინძლა.

წლევანდელი კონფერენციის ძირითადი თემა ბინათმშენებლობა და დეველოპმენტი იყო. ღონისძიება გაიმართა კახეთში, სასტუმრო "ყვარლის ედემის" საკონფერენციო დარბაზში.

კონფერენციას დაესწრო 160-ზე მეტი სტუმარი წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო სამშენებლო და დეველოპერი კომპანიებიდან, სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიური სექტორის სპეციალისტები, ინჟინრები, საერთაშორისო ექსპერტები, საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები.

სხვა მნიშვნელოვან გამომსვლელთა შორის, პრეზენტაცია ჩაატარა ბატონმა ჰადი ტეერანმა, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება მსოფლიო დონის გამორჩეული პროექტების დაგეგმარებასა და მშენებლობაში. გამორჩეული პროექტების სიაშია Kölner Kranhäuser კიოლნში, Zayed University აბუ დაბიში, Dancing Towers - ჰამბურგში, Long-distance station ფრანკფურტის აეროპორტში და ა.შ. ბატონი ტეერანი მრავალი საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულია, როგორებიცაა: iF Design Award, Red Dot Design Award საუკეთესო საუკეთესოთა შორის, მიღებული აქვს გერმანიის რესპუბლიკის არქიტექტორთა საპატიო პრიზი და არის Neocon-ის ოქროს გამარჯვებულის ტიტულის მფლობელი.

ჰაიდელბერგცემენტმა, როგორც მასპინძელმა კომპანიამ, უზრუნველყო სტუმრების განთავსდება ყვარლის რაიონის ხუთ საუკეთესო სასტუმროში. 30 მაისს, კონფერენციის წინა დღეს, სასტუმრო "ყვარლის ედემში" გაიმართა სამშენებლო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნა კონფერენციაზე მონაწილე თითქმის ყველა სამშენებლო კომპანიის სტენდი და პროდუქცია. გამოფენის შემდგომ კი გაიმართა გალა ვახშამი, სადაც კონფერენციის მონაწილეებს არაფორმალურ გარემოში ერთმანეთის გაცნობის, სასარგებლო კონტაქტების დამყარებისა და კონფერენციის აქტუალურ თემებზე საუბრის საშუალება მიეცათ.

ჰაიდელბერგბეტონის ხარისხის კონფერენცია ყოველწლიური ღონისძიებაა და თითოეულ წელს სპეციალური, განსაკუთრებულად აქტუალური თემა ირჩევა. კონფერენცია საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისთვის, რათა მათ დაამყარონ და განამტკიცონ სასარგებლო საქმიანი ურთიერთობები, დარგის საერთაშორისო ლიდერებისგან უშუალოდ გაიგონ სექტორის სიახლეების შესახებ და ისწავლონ მათი საუკეთესო გამოცდილებიდან.