თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისები იგეგმება - ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის 28 მარტის განკარგულებაში.
განკარგულების მიხედვით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას დაევალა ტენდერის საშუალებით მომსახურების შესყიდვა. თბილისი-ბათუმის შემთხვევაში სახელშეკრულებო თანხა არაუმეტეს 3 049 973 დოლარი უნდა იყოს.
მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი თანხის ნაწილის დაფინანსება ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელდება. კერძოდ, 2024 წელს - 1 806 333 ლარი, 2025 წელს 2 998 513 ლარი, ხოლო 2026 წელს 1 192 180 ლარი. განკარგულების თანახმად, დანარჩენი თანხის ანაზღაურება ბილეთებიდან შესული თანხით მოხდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი-ბათუმის ხაზზე ხომალდის მინიმალური ტევადობა 40 მგზავრი უნდა იყოს, ხოლო ბილეთის ფასი 114,83 დოლარით განისაზღვრება.
გარდა ამისა, მთავრობის კიდევ ერთი განკარგულების თანახმად, ავიარეისები განხორციელდება მესტია-ბათუმი-მესტიისა და თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებებით.
განკარგულების თანახმად, მესტია-ბათუმის მიმართულებაზე ხომალდი 15 ადამიანის ტევადობის უნდა იყოს, ხოლო ბილეთის ფასი 168 დოლარი იქნება. რაც შეეხება თელავი-ბათუმს, ამ შემთხვევაში ხომალდი 40 მგზავრზე იქნება გათვლილი და ბილეთის ფასი 129 დოლარით განისაზღვრება.
მომსახურების შესყიდვა ამ შემთხვევაშიც აეროპორტების გაერთიანებას დაევალა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 601 140 დოლარია. აღსანიშნავია იცის, რომ მომწოდებელმა ხელშეკრულების ფარგლებში ავიარეისები შემდეგი მიმართულებებით უნდა შეასრულოს: