ნივრის იმპორტი 34%-ით გაიზარდა - სად ვყიდით და ვყიდულობთ

2024 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ნივრის იმპორტი 34%-ით გაიზარდა. გასული წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოში იმპორტირებული იყო 107 030 დოლარის 169 ტონა ნიორი, ხოლო მიმდინარე წელს 143 550 დოლარის 254 ტონა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ნივრის საიმპორტო ფასი 9.5%-ით შემცირდა. გასულ წელს თუ 1 კგ-ის იმპორტი 0.63 დოლარი გვიჯდებოდა, მიმდინარე წელს ფასი 0.57 დოლარამდე დაეცა.

იანვარ-თებერვალში საქართველოში ნივრის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იყო:

  • ირანი 195.95 ტონა (110.99 დოლარის)
  • ჩინეთი 58 ტონა (32.54 დოლარის)

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ქართული წარმოების ნივრის ექსპორტი 18%-ით გაიზარდა. გასული წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტზე გავიტანეთ 14 320 დოლარის 16.17 ტონა ნიორი, ხოლო მიმდინარე წელს 16 920 დოლარის 19.86 ტონა.

ამასთანავე, ქართული წარმოებული ნივრის საექსპორტო ფასი 4.5%-ით შემცირდა. გასულ წელს 1 კგ ნიორი თუ 0.89 დოლარი ღირდა, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ფასი 0.85 დოლარამდე შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში ქართული წარმოების ნიორი ექსპორტზე გავიდა მხოლოდ ორ ქვეყანაში:

  • აზერბაიჯანი 10.20 ტონა (10 200 აშშ დოლარის)
  • სომხეთი 9.66 ტონა (6 720 აშშ დოლარის)

მერი ტაბატაძე