ავსტრიული მედია საქართველოს სათხილამურო კურორტებს სტუმრობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავსტრიიდან ინფლუენსერებსა და ჟურნალისტებს უმასპინძლა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრესტურის ფარგლებში საქართველოს პოპულარული სათხილამურო გამოცემის downdays.eu ჟურნალისტი კრისტიან შტადლერი, ცნობილი მოთხილამურე და ინფლუენსერი ტაო კრაიბიხი, ასევე ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები და ინფლუენსერები: კლემენს ბართლი, გაბრიელ კოშიერი და სტი გორენგი ეწვივნენ.

მათივე ცნობით, ტურის ფარგლებში ინფლუენსერებმა სვანეთში იმოგზაურეს, გაეცნენ სათხილამურო ტურისტულ ინფრასტრუქტურას, მოიარეს მესტია და უშგული. ინფლუენსერები თეთნულდიდან და უშბიდან თხილამურებით დაეშვნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განმარტებით, ტურის ფარგლებში სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტების შესახებ სოციალურ ქსელებში ვიდეორგოლები, სიუჟეტები, პოსტები, „სთორები“, ხოლო გამოცემისთვის downdays.eu სტატია მომზადდება.