ოქეი და ალტა საქართველოში პირველ შესყიდვების ჯგუფს ქმნიან

ოქეი და ალტა საქართველოში პირველ შესყიდვების ჯგუფს ქმნის ტექნიკის ბაზრის ორმა წამყვანმა კომპანიამ - ოქეიმ და ალტამ, გაერთიანებული შესყიდვების ჯგუფი შექმნა.

ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ერთ ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა საერთო შესყიდვების გზით ტექნიკის ხელმისაწვდომობის გაზრდა დაისახეს მიზნად. ორივე კომპანია იმედოვნებს, რომ კოორდინირებული შესყიდვები საშუალებას მისცემს, სრულად გამოიყენონ მომწოდებელთა შესაძლებლობლები, რათა მომხარებელს უკეთესი ფასები და სერვისის გაუმჯობესებული პირობები შესთავაზონ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, გართულებული ეკონომიკური სიტუაციის ფონზე. შესყიდვების ჯგუფი მსოფლიოში ფართოდ აპრობირებული პრაქტიკაა, რომელმაც წარმატება მოუტანა არაერთ კომპანიათა ჯგუფს. 2015 წლის განმავლობაში შესყიდვების ქართული ჯგუფი ევროპულ ანალოგიურ სტრუქტურებში გაერთიანებას გეგმავს, რაც მომწოდებლებისგან კიდევ უფრო შეღავათიანი პირობების მიღების საწინდარი უნდა გახდეს. სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს უმსხვილეს ევროპულ საცალო გაყიდვების ქსელებთან და ანალოგიურ ორგანიზაციებთან. ოქეი და ალტას შეყიდვების ჯგუფი ღიაა თანამშრომლობისთვის და როგორც ქართული, ისე რეგიონში მოქმედ კომპანიებისთვის მასში გაწევრიანება შეზღუდული არ არის. ალტა და ოქეი ჯამური ბრუნვით და მაღაზიათა რაოდენობით საქართველოს ტექნიკის ბაზრის ყველაზე დიდი წილის მფლობელია. ახალი, ქართული ბაზრისთვის ინოვაციური მიდგომის გამოყენებით კომპანიები იმედოვნებენ, რომ კიდევ უფრო განიმტკიცებენ ბაზარზე წამყვან პოზიციებს.

(R)