რა ღირს აფხაზეთში დასვენება All Inclusive სასტუმროებში

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში, All Inclusive-თან მიახლოებული კონცეფციით, ამჟამად მხოლოდ 10-მდე სასტუმრო მუშაობს. თუმცა ტენდენცია მატებისკენ მიდის - ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ აფხაზეთში ასეთი ტიპის მხოლოდ 3 სასტუმრო ფუნქციონირებდა.

სპეციალისტების დაკვირვებით, ასეთი ტიპის სასტუმროების უმეტესობა გაგრაში მდებარეობს.

როგორც ტუროპერატორები აღნიშნავენ, აფხაზეთში ყოველწლიურად იზრდება სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც დამსვენებელს სამჯერადი კვებით უზრუნველყოფენ. ეს სასტუმროები გთავაზობთ დამატებით მომსახურებას სანაპიროზე და ანიმატორებს ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.

აფხაზეთის ყველაზე პოპულარული სასტუმროებია:

  • პანსიონატი „ბაგრიპში“, ცივი მდინარე
  • სასტუმრო „აქვამარინი“, გაგრა
  • „გრეის აქვს ვილა“, სოხუმი
  • GarudaBoutiqueHotel, სოხუმი
  • Amra Park Hotel & Spa, გაგრა
  • Amza Park Hotel, გაგრა
  • Alex Resort & Spa Hotel, გაგრა

რაც შეეხება ფასებს, 7-დღიანი 2-კაციანი ტური სრული მომსახურებით საშუალო დონის სასტუმროებში 500 დოლარიდან 1 100 დოლარამდე ღირს, რაც შეეხება აფხაზეთის მაღალი დონის სასტუმროს, აქ ფასები ორ ადამიანზე 1 500 დოლარიდან იწყება.

ეკა დარჩიაშვილი