ფინეთმა რუსეთთან საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება გაურკვეველი ვადით გაახანგრძლივა

ფინეთმა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის ვადებს ახანგრძლივებს. ამის შესახებ განცხადებას ფინეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინეთსა და რუსეთს შორის სახმელეთო სასაზღვრო პუნქტები 2024 წლის 15 აპრილის შემდეგაც იქნება ჩაკეტილი. გადაწყვეტილება ძალაში იქნება გაურკვეველი პერიოდით, “მაგრამ იმაზე დიდ ხანს არა, ვიდრე საჭიროა.”

„გარდა ამისა, 15 აპრილს ჩაიკეტება საზღვაო სასაზღვრო პუნქტები ჰააპასაარიში, ნიუიამაასა და სანტიოს პორტებში ტურისტული გემებისთვისაც”, - ნათქვამია განცხადებაში.

ფინეთის მთავრობა აღნიშნავს, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად რუსეთის მხრიდან საზღვაო გზით ფინეთში მიგრანტების გადაგზავნის მცდელობები შესაძლოა განახლდეს.

ფინეთი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ინსტრუმენტალური მიგრაციის განახლების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ფინეთის ეროვნულ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს.