კონტაქტური ლინზების იმპორტი მაქსიმუმზეა - საიდან შემოდის

კონტაქტური ლინზების იმპორტი მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში 1,187 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, რაც გასულ წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შედარებისთვის, 2022 წელს კონტაქტურ ლინზების იმპორტმა 1,100 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2021 წელს 517.6 ათასი აშშ დოლარი, 2020 წელს 316.4 ათასი აშშ დოლარი, 2019 წელს 117.1 ათასი აშშ დოლარი და ა.შ.

რაც შეეხება წლევანდელ მონაცემებს, იანვარ-თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლინზების იმპორტი 105%-ით გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 2 თვეში საქართველოში 113.9 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში - 55,48 ათასი აშშ დოლარის.

სტატისტიკის მიხედვით, წელს იმპორტირებული კონტაქტური ლინზების 79% გერმანიაზე მოდიოდა, საიდანაც 90.3 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. უფრო კონკრეტულად:

  • გერმანია - 90,3 ათასი აშშ დოლარი
  • შვეიცარია - 34.6 ათასი აშშ დოლარი
  • ჩინეთი - 25.7 ათასი აშშ დოლარი
  • თურქეთი - 18.7 ათასი აშშ დოლარი

რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელსაც მთავარი იმპორტიორი გერმანია იყო.

გთავაზობთ, იმ ქვეყნების ხუთეულს, საიდანაც გასულ წელს კონტაქტური ლინზები შემოვიდა:

  • გერმანია - 653.4 ათასი აშშ დოლარი
  • თურქეთი - 234.8 ათასი აშშ დოლარი
  • საფრანგეთი - 115.8 ათასი აშშ დოლარი
  • შვეიცარია - 65.4 ათასი აშშ დოლარი
  • ჩინეთი - 58.6 ათასი აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური