ირაკლი ბურჭულაძე - საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში

საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში- მომზადების კუთხით შეფასებები ძალიან კარგია საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან, - ამის შესახებ “მთის ტრასების სააგენტოს" დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კვალიფიკაციებმა წარმატებით ჩაიარა.

“საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში. კვალიფიკაციებმა წარმატებით ჩაიარა, ამას მოჰყვა გახსნის ღონისძიება. ვიმედოვნებთ, რომ ხვალ და ზეგ ფინალები წარმატებით ჩაივლის. მომზადების კუთხით შეფასებები ძალიან კარგია საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან. ვიმედოვნებ, ფინალები წარმატებული იქნება”, -აღნიშნა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, გუდაურში, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში ოფიციალურად გაიხსნა.

ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი 18 ქვეყნის (შვეიცარია, ავსტრალია, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი გერმანია, უნგრეთი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, აშშ და საქართველო) 21 წლამდე ასაკის 80 სპორტსმენი იასპარეზებს.